ოთხშაბათი, ივლისი 8

სერჯან ჯოკოვიჩი ფედერერზე: “ჯობია ბავშვები გაზარდოს და რამე სხვა აკეთოს”

ფონტი

სერჯან ჯოკოვიჩი ფედერერზე: “ჯობია ბავშვები გაზარდოს და რამე სხვა აკეთოს”

წლების განმავლობაში “დიდი სამეულის” წევრებმა ჩოგბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი წამები აჩუქეს. სპორტულ პაექრობასთან ერთად, უდიდეს მოთამაშეებსა და მათ გუნდებს შორის, ბუნებრივია, რომ გარკვეული დაძაბულობა არსებობს. 

ის, რომ ნოვაკის ოჯახში როჯერ ფედერერს დიდად არ სწყალობენ, ფაქტია – ცოტა ხნის წინ სერბი ჩემპიონის დედამ როჯერი “ქედმაღალ პიროვნებად” მოიხსენია. 

უკვე გუშინ, სერბული სპორტკლუბის გადაცემაში როჯერ ფედერერთან დაკავშირებით მკვახე კომენტარები სერჯან ჯოკოვიჩმა, ნოვაკის მამამ გააკეთა. თავდაპირველად უფროსმა ჯოკოვიჩმა იმაზე ისაუბრა, რომ როჯერ ფედერერი მალე საუკეთესოს წოდებას დაკარგავს: 

“რატომ მიიჩნევა სამყაროში როჯერ ფედერერი ყველაზე წარმატებულ და საუკეთესო ჩოგბურთელად? ამ შემთხვევაში ფაქტებს და შედეგებს ეყრდნობიან, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.”

შემდგომ მან ნოვაკისა და როჯერის ურთიერთობაზე ისაუბრა: 

“როჯერს ნოვაკთან მტრული დამოკიდებულება აქვს. წლების განმავლობაში ურთიერთპატივისცემა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ რატომ თამაშობს 40 წლის ასაკშიც? წარმოიდგინეთ, 40 წლის კაცი ისევ ჩოგბურთს თამაშობს, როცა შეუძლია, რომ სახლში წავიდეს, რაღაც უფრო საინტერესო გააკეთოს. რადგან ნადალი და ჯოკოვიჩი მის გადასწრებას უახლოვდებიან, ის უბრალოდ ვერ ეგუება, რომ ისინი მასზე უკეთესები იქნებიან. კარგი რა, ბავშვები გაზარდოს, რაღაც სხვა გააკეთოს, თხილამურებით ისრიალოს. ჩოგბურთი მთელი ცხოვრება არაა, ჩემი შვილისთვის ის უკვე მხოლოდ ჰობია”, – ასრულებს სერჯან ჯოკოვიჩი.

როგორც ვთქვით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჯოკოვიჩის ოჯახში როჯერთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე კომენტარებს აკეთებენ. მართალია, სერჯანი ამბობს, რომ მისი შვილისთვის ჩოგბურთი მხოლოდ ჰობია, მაგრამ თავად ნოლე წლევანდელ სეზონში ძალიან ხშირად აღნიშნავს, რომ მისი მიზანი როჯერის რეკორდების დამხობაა. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x