შაბათი, ივლისი 4

ჯეი არ სმიტი “ლეიკერსის” ღირსებას დაიცავს

ფონტი

ჯეი არ სმიტი “ლეიკერსის” ღირსებას დაიცავს

როგორც “The New York Times”-ის ინსაიდერი, მარკ სტაინი იტყობინება, ჯეი არ სმიტი სეზონის ბოლომდე “ლეიკერსს” შეუერთდება.

ამავე წყაროს ცნობით, კალათბურთელი კლუბთან კონტრაქტს სამშაბათს გააფორმებს და ევერი ბრედლის პოზიციასაც დაიკავებს. გეტყვით იმასაც, რომ მისი უკანასკნელი კლუბი “კლივლენდი” გახლდათ, ამის შემდეგ კი მას არსად უასპარეზია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 34 წლის კალათბურთელი, სწორედაც რომ, იმ დროს თამაშობდა “კლივლენდში”, როცა 2016 წელს მათ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარეს და ტიტულიც დაისაკუთრეს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x