კვირა, ივლისი 5

ფაუსტინო ასპრილიამ ხამესის გამო ზიდანს შეურაცხყოფა მიაყენა

ფონტი

ფაუსტინო ასპრილიამ ხამესის გამო ზიდანს შეურაცხყოფა მიაყენა

კოლუმბიის ნაკრების და “ნიუკასლის” ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი თანამემამულე ხამეს როდრიგესი დაიცვა და ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს ღიად დაუპირისპირდა.

-” ხამესი უპასუხისმგებლო ფეხბურთელი არ არის. ის ყოველდღე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. არავინ მითხრას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი მარიანო დიასზე ან ლუკას ვასკეზე რამით ნაკლებია. მწვრთნელმა როდრიგესს უფრო მეტი პატივი უნდა სცეს. ხამესი მომთმენი ადამიანია და თავის შანსს ელოდება, მაგრამ მე მინდა ვუთხრა ზიდანს რომ მ****რი ჭამოს !!” – განაცხადა ასპრილიამ

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ფრანგ მწვრთნელს ხამესი არ მოსწონს და თამაშის საშუალებას ფაქტიურად არ აძლევს.

ფაუსტინო ასპრილია წლების განმავლობაში “პარმაში” და “ნიუკასლში” ასპარეზობდა.

კოლუმბიელმა 4 სეზონის მანძილზე “პარმას” შემადგენლობაში 130 შეხვედრა ჩაატარა და 40 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება “ნიუკასლს”, ასპრილიამ “კაჭკაჭებში” ასპარეზობისას 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა.

ფაუსტინო ნაკრებშიც ბრწყინავდა. 1993 წლიდან 2001 წლის ჩათვლით 57 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x