შაბათი, ივლისი 4

იტალიის საფეხბურთო თასის გათამაშების რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია

ფონტი

იტალიის საფეხბურთო თასის გათამაშების რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია

იტალიის საფეხბურთო თასის გათამაშების რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, – ამის შესახებ ინფორმაციას Theworldgame ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ისე დასრულდება, რომ ფინალისტის ვინაობა ვერ გაირკვევა, მაშინ გუნდები დამატებით დროს აღარ ითამაშებენ და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.

ეს შეღავათი ხანგრძლივი პაუზის გამო ფეხბურთელების არასათანადო ფიზიკურ ფორმაში ყოფნით არის გამოწვეული.

ძალაში რჩება სტუმრად გატანილი ბურთის წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ „იუვენტუსი“-„მილანის“ შეხვედრაში პენლები მხოლოდ შეხვედრის 1:1 დასრულების შემთხვევაში დაინიშნება.

შაბათს, მეორე ნახევარფინალში კი პენალტების სერიას მაშინ ვიხილავთ, თუ „ინტერი“ სტუმრად „ნაპოლის“ 1:0-ს მოუგებს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x