კვირა, ივლისი 5

გაუშვებს რეალი იოვიჩს Seria A-ში? მისით ლეგენდარული კლუბია დაინტერესებული

ფონტი

გაუშვებს რეალი იოვიჩს Seria A-ში? მისით ლეგენდარული კლუბია დაინტერესებული

sportfans.ge

ლუკა იოვიჩის თავზე შავი ღრუბელი ტრიალებს.

ჯერ იყო და სერბეთში კარანტინის დარღვევის გამო დაჭერას უპირებდნენ, ახლა კიდევ მადრიდში დაბრუნებულსაც არ დახვდა დიდად სახარბიელო სიტუაცია. როგორც ჩანს “რეალის” შეფებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი ლუკა ამ სეზონის შემდეგ იჯარით გაუშვან.

ზუსტად ერთი წლის წინ იოვიჩისთვის მსოფლიო საფეხბურთო გრანდებს ნამდვილი ტაციაობა ჰქონდათ დაწყებული, თუმცა, საბოლოოდ გამარჯვებული €60 მილიონის გადამხდელი “რეალ მადრიდი” დარჩა.

ინტერესი როგორც სათაურშივე ვახსენეთ დღესაც არსებობს. სწორედ სტეფანო პიოლის “მილანი”-ა ის გუნდი, რომელიც სერბის ამჟამინდელ კლუბს იჯარაზე ესაუბრება.

როგორც ცნობილია, თავად ლუკა იოვიჩს ამჟამინდელ კლუბში ადგილის დამკვიდრების იდეა ხიბლავს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x