შაბათი, ივლისი 4

იერჟი დუდეკი: “მინდოდა ბენიტესისთვის სახეში დამერტყა”

ფონტი

იერჟი დუდეკი: “მინდოდა ბენიტესისთვის სახეში დამერტყა”

ლივერპულის ყოფილი მეკარე , იერჟი დუდეკი, 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი ფინალის ერთ-ერთი გმირია. თუმცა, სტამბოლის ფინალიდან სულ რაღაც ორ თვეში რაფა ბენიტესმა გუნდში პეპე რეინას მოყვანა გადაწყვიტა.

პოლონელმა 2005 წლის ფინალის დამატებით დროში ანდრეი შევჩენკოს საოცარი ბურთი აუღო და თერთმეტმეტრიანების სერიაში ლივერპულს მეხუთე ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაში დაეხმარა.

Existential Photos of What Goalkeeping Feels Like - One Touch Football



დუდეკი იხსენებს: “მილანთან მატჩის შემდეგ თავს მწვერვალზე ვგრძნობდი. პეპე რეინა მშვენიერი მეკარეა, თუმცა, რაფამ გუნდში ახალი მეკარე ზუსტად მაშინ მოიყვანა, როდესაც თავს კარიერის პიკში ვგრძნობდი”

ესპენელის მოსვლის შემდეგ დუდეკს გუნდში დარჩენა აღარ სურდა, ბენიტესმა კი მისით დაინტერესებული ყველა გუნდის შეთავაზება დაბლოკა. შედეგად პოლონელმა ორი სეზონის განმავლობაში სულ რამოდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“იმ დროს ბევრი გუნდი იყო ჩემით დაინტერესებული და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ვიყავი, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ბენიტესმა ყველა შეთავაზება დაბლოკა. ” -ამბობს დუდეკი.

შემდეგ დღეს, ვარჯიშის მერე დუდეკი რაფასთან სასაუბროდ გაჩერდა და ესპანელმა მწვრთნელმა უთხრა: ” დიახ, მათ შენი წაყვანა უნდათ და 800 000 ფუნტსაც მთავაზობენ, მაგრამ რა ვქნა თუ რეინამ ტრამვა მიიღო? 800 000 ფუნტით სავსე ჩემოდანს კარში ვერ დავაყენებ!”

“ამ დროს თავში გიჟური იდეები მომდიოდა. ვფიქრობდი, ახლა მას სახეში დავარტყავ. ეს ეშმაკის ჩურჩული ჩემს თავში მეუბნებოდა, რომ თუ ახლა მას დავარტყამდი გუნდიდანაც გამიშვებდნენ.”-იხსენებს იერჟი

დუდეკმა ეს არ გააკეთა და ლივერპულის სათადარიგო სკამზე გატარებული ორი წლის შემდეგ, როგორც იქნა 2007 წელს მადრიდის რეალში გადავიდა, სადაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, კარიერის დასრულებამდე იგივე როლის შესრულება(სათადარიგო მეკარეობა) მოუწია.

პოლონელი მეკარე ამბობს: “ლივერპულში კარგი წლები გავატარე და ამას ვაფასებ , თუმცა, მაშინ როცა ჩემი თავი კარიერის პიკში მეგონა უცბად ფსკერზე აღმოვჩნდი”.

5 2 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x