პარასკევი, ივლისი 3

‘აზარი და ასენსიო 100%-ით მზად არიან’ – ზიდანი

ფონტი

‘აზარი და ასენსიო 100%-ით მზად არიან’ – ზიდანი

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ ედენ აზარი და მარკო ასენსიო გამოჯანმრთელდნენ და მოედანზე გასვლას შეძლებენ. რეალის ბელგიელ ახალწვეულს სეზონი ტრავმის გამო ჩაუვარდა და რომ არა პანდემიით გამოწვეული პაუზა, იგი ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებდა. ხოლო ასენსიო ჯერ კიდევ ზაფხულში, პრესეზონის ამხანაგურ მატჩში დაიმტვრა, თუმცა სათამაშოდ ესპანელიც 100%-ით მზად არის:

“ისინი მწყობრში არიან და მოსამზადებლად იგივე დრო აქვთ, რამდენიც დანარჩენებს. ასენსიოს ტრავმა უფრო სერიოზული და ხანგრძლივი გახლდათ, თუმცა უკვე ორივეს შეუძლია ჩვენი დახმარება”.

ამის ფონზე, რეალს ლუკა იოვიჩი ვერ დაეხმარება:

“მან ტრავმა სახლის პირობებში მიიღო. ჯერ არ ვიცით, თუ რამდენ ხანს იუქმებს, იმედია, მიმდინარე სეზონში დაგვიბრუნდება”.

შეგახსენებთ, რომ რეალი ლა ლიგას ეიბართან საშინაო მატჩით განაახლებს. ამჟამად ცხრილს სათავეში ბარსელონა უდგას.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x