ჰაკიმი ინტერში?

უცხოურ პრესაში საკმაოდ ბევრი სტატია იწერებოდა იმის შესახებ რომ ჰაკიმი ინტერ მილანში გააგრძელებდა თამაშს და ასეც მოხდა, ოფიციალურად გახდა ცნობილი,რომ მოროკოელი აშრაფ ჰაკიმი მადრიდის რეალიდან მილანის ინტერში გადაბარგდა.

ჰაკიმი მადრიდის რეალის პირველ გუნდში 2017 წელს გამოჩნდა,17 შეხვედრა ჩაატარა და დორტმუნდის ბორუსიაში იჯარის წესით წავიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ის გერმანელების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და 2019 წელს SuperCup-ის მოგებაც მოახერხა.საერთო ჯამში,მან დორტმუნდის მაისური 73-ჯერ მოირგო,12 გოლი გაიტანა და 17 ასისტი გააკეთა.

ინტერს მისი ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა,რასაც სხვადასხვა ბონუსებით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა