ოთხშაბათი, ივლისი 8

გვარდიოლა ნაკრებში?

ფონტი

გვარდიოლა ნაკრებში?

რაც უფრო ახლოვდება პეპ გვარდიოლასა და მანჩესტერის სიტის მოქმედ კონტრაქტის ამოწურვის ვადა, მით უფრო აქტუალური ხდება თუ სად გააგრძელებს ესპანელი სპეციალისტი კარიერას. იქნება ეს კლუბი თუ ახალ გამოწვევას მიიღებს, რომელიმე ტოპ ნაკრების ჩაბარების სახით?

პეპ გვარდიოლას სახელს სანაკრებო ფეხბურთს წარსულშიც უკავშირებდნენ. გაჟღერდა არგენტინისა და ბრაზილიის ვარიანტებიც. სანაკრებო ასპარეზზე გადასვლის სურვილი არც თავად კატალონიელ სპეციალისტს დაუმალავს. ამას მისი ძმა, პერე გვარდიოლაც ადასტურებს. პერე ამავე დროს აგენტი და ჟირონას თანამფლობელია.

“პეპი ოცნებობს, ერთ დღეს ეროვნული ნაკრები გაწვრთნას, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. გააჩნია, რა მომენტი იდგება მის კარიერაში, თუ იგი მსგავს შეთავაზებას მიიღებს. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.”

გვარდიოლას კონტრაქტს მანჩესტერ სიტისთან ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს გასდის და იგი სავარაუდოდ ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x