პარასკევი, ივლისი 3

გუსტავო ლოპესის კომენტარი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის წინ

ფონტი

გუსტავო ლოპესის კომენტარი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის წინ

14 ივნისს ლას ვეგასში მერაბ დვალიშვილი გუსტავო ლოპესს შეხვდება. 30 წლის მებრძოლს, რომელიც ბოლოს Combate-ში ასპარეზობდა და ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ორჯერ აქვს მოპოვებული.

გუსტავო ლოპესს პირველ რაუნდებში 6 ფინიში უგროვდება, 5-ჯერ აქვს მოგებული მტკივნეული ილეთით და ასევე ამდენივეჯერ – ნოკაუტით. 

ამერიკელმა სპორტსმენმა ქართველთან გასამართი ბრძოლის წინ adjarasport.com-თან ისაუბრა და მერაბს ჩხუბის სტილი მოუწონა.

UFC-ში გადასვლა ნამდვილად კარგი გრძნობაა. ეს არ არის ერთბრძოლიანი შეთანხმება. კონტრაქტის მიხედვით UFC-ში ოთხჯერ უნდა გავიდე ოქტაგონზე.

წინა ორგანიზაციასთან პრობლემები შემექმნა. კონტრაქტი იწურებოდა, მაგრამ ცდილობდნენ ჩემს შენარჩუნებას. თავიდან წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მომცეს უფლება, რომ UFC-ში გადავსულიყავი.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მისი საბრძოლო სტილი მე იდეალურად მერგება“, – განაცხადა გუსტავო ლოპესმა ინტერვიუში. 

საინტერესოა, რომ ლოპესსაც და დვალიშვილსაც სამბრძოლიანი გამარჯვებათა სერია აქვთ და თითოეული მათგანი წარმატებით გამოსვლის გაგრძელებას შეეცდება

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x