პარასკევი, ივლისი 3

ვინ დაინიშნა გვარდიოლას ასისტენტად?

ფონტი

ვინ დაინიშნა გვარდიოლას ასისტენტად?

მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას ასისტენტის პოზიციაზე ხუან მანუელ ლილიო დაინიშნა.

პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელობის პერიოდში თავისი ბოლო სეზონი მექსიკურ კლუბ დორადოსში გაატარა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კი სწორედ ლილიო იყო. 

54 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ჩინური ცინდაო ხუნხაი იყო, რომელთან ერთადაც მან ქვეყნის რანგით მეორე ლიგა მოიგო და სუპერლიგაში ასვლაში დაეხმარა.

2019-20 წლების სეზონის მიმდინარეობისას გვარდიოლას შტაბი მიკელ არტეტამ დატოვა. არტეტა ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x