პარასკევი, ივლისი 3

“გოლდენ სტეიტმა” დურანტის ნაცვლად მოყვანილი დეანჯელო რასელი შუა სეზონში გაუშვა

ფონტი

“გოლდენ სტეიტმა” დურანტის ნაცვლად მოყვანილი დეანჯელო რასელი შუა სეზონში გაუშვა

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” მომავალ ვარსკვლავად მოყვანილი 23 წლის მცველი დეანჯელო რასელი “მინესოტა ტიმბერვულვზში” პირველივე  სეზონის შუაში გაუშვა.
კალიფორნიული გუნდი, რომელიც რასელზე დიდ იმედებს ამყარებდა, უკმაყოფილო იყო დეანჯელოს თამაშით. მართალია, ახალგაზრდა კალათბურთელი საშუალოდ 23,6 ქულას, 6,2 გადაცემასა და 3,7 მოხსნას 32 წუთში აგროვებდა, თუმცა ამ “გოლდენ სტეიტში”, რომელიც თამაშს თამაშზე აგებს, რასელს მეტი მოეთხოვებოდა.
დეანჯელოს სანაცვლოდ “გოლდენ სტეიტმა” “მინესოტასაგან” ფორვარდი ენდრიუ უიგინსი, 2021-ის დრაფტზე პირველი რაუნდის პიკი (ტოპ-3-ში) და მეორე რაუნდის 1 პიკიც მიიღო.
კევინ დურანტის “ბრუკლინში” წასვლის შემდეგ ხმაურიანად მოყვანილი დეანჯელო რასელის კარიერა კალიფორნიულ კლუბში სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x