მიხალ დურიშის წასვლის შემდეგ, ანორთოსისი შეტევის გაძლიერებას აპირებს და, offsite.com.cy-ს ცნობით, თემურ ქეცბაია სლოვაკი თავდამსხმელის შემცვლელად ქართველ ფეხბურთელს მოიაზრებს. 

კვიპროსული გამოცემა იუწყება, რომ ქეცბაიას გიორგი პაპუნაშვილის გადაბირება სურს, რომელიც სარაგოსას ეკუთვნის, თუმცა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით სანტანდერის რასინგში გაატარა და სარაგოსას დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს, რაც ტრანსფერის განხორციელებას ართულებს.

კვიპროსული მედიის ცნობით, პაპუნაშვილის გარდა, ქეცბაიას სატრანსფერო სიაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია. 

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილის მიმართ ანორთოსისის ინტერესის შესახებ კვიპროსული მედია მაისშიც წერდა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა