პორტუგალიური საფეხბურთო კლუბის “ვიტორია სეტუბალის” ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სეზონის 11 საუკეთესო ფეხბურთელი სტატისტიკურმა ცენტრმა Whoscored-მა გამოარჩია, 30 წლის მეკარემ კი 10-ბალიანი სისტემიდან 6.8 ქულა მიიღო.

მაკარიძემ 2019/20 წლების სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 46 გოლი და კარი მშრალად 14 დაპირისპირებაში შეინახა.

30 წლის მეკარეს “ვიტორია სეტუბალთან” ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა