პარასკევი, ივლისი 3

‘რთული წარმოსადგენია რეალმა ქულები დაკარგოს’ – პიკე

ფონტი

‘რთული წარმოსადგენია რეალმა ქულები დაკარგოს’ – პიკე

ბარსელონამ მორიგი უღიმღამო მატჩი შემოგვთავაზა. კატალონიელებმა სევილიაში უგოლო ფრე ითამაშეს და მადრიდის რეალს სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსი მისცეს. მატჩის შემდეგ ჟერარდ პიკემ პესიმისტური კომენტარი გააკეთა:

“ლა ლიგის მოგება ურთულესი იქნება. ტიტული ჩვენს ხელში უკვე აღარაა. მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა რთულად წარმომიდგენია მადრიდელებმა ქულები დაკარგონ. ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები თამაშით ძალიან გაგვიჭირდება.”

უფრო ომახიანად იმეტყველა კიკე სეტიენმა, ბარსას თავკაცის აზრით რეალი ყველა დანარჩენ მატჩს ვერ მოიგებს. წინ ბარსას უფრო რთული კალენდარი ელის. მომავალ ტურში ბილბაოს მასპინძლობენ, შემდეგ კი სელტასა და ატლეტიკოსთან მატჩები ელით.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x