შაბათი, ივლისი 4

“ქართველების თუ გვეშინია, ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს აზრი არ აქვს” – ბელარუსის ნაკრების წევრი

ფონტი

“ქართველების თუ გვეშინია, ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს აზრი არ აქვს” – ბელარუსის ნაკრების წევრი

ბელარუსის ნაკრების და ბრესტის დინამოს ფეხბურთელმა, პაველ სავიცკიმ pressball.by-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. 

კორონავირუსით გამოწვეული პაუზა სანაკრებო მატჩებისთვის პლუსია თუ მინუსი? 

გულახდილად რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემპიონატი არ შეჩერებულა, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით და სხვებთან შედარებით უკეთეს ფორმაში უნდა ვიყოთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სეზონის განახლების შემდეგ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დასვენებულები იქნებიან, ჩვენ კი გადაღლილები. მოკლედ, ბევრი დეტალია და ზუსტად გათვლა რთულია. 

საქართველოს ნაკრების დამარცხება ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია? 

რა თქმა უნდა. ეს ძალიან რეალურია. ქართველების თუ გვეშინია, ევროპის ჩემპიონატზე ფიქრსაც კი არ აქვს აზრი. 

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, რომელიც თავდაპირველად 26 მარტს იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო ჯერ ივნისისთვის, მოგვიანებით კი შემოდგომისთვის გადაიდო. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x