შაბათი, ივლისი 4

გარი ლინკერის აზრი მესიზე და რონალდოზე

ფონტი

გარი ლინკერის აზრი მესიზე და რონალდოზე

გარი ლინკერმა BBC-ისთან ყველასთვის საინტერესო კომენტარი გააკეთა.მან ისაუბრა არგენტინელ უცხოპლანეტელზე და პორტუგალიელ ვარსკვლავზე

“ადამიანები ბევრი რამის გამო კამათობენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. დაპირისპირების ერთ-ერთი თემა ესეცაა: რონალდუ თუ მესი?

ხშირად საუკეთესო ფეხბურთელს საყვარელი კლუბიდან გამომდინარე ირჩევენ. ქომაგთა საყვარელი კლუბია ”ბარსელონა,” ”რეალი,” ”იუვენტუსი” თუ სხვა გუნდი – ისინი საუკეთესოს საყვარელი გუნდიდან ასახელებენ, რაც კარგად მესმის.

კრიშტიანუ რონალდუს დიდი ”ფანი” ვარ, თუმცა თუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, საკამათო არაფერია, ეს ხომ ლეო მესია. რონალდუ არგენტინელთან ახლოსაც არაა.”

‘მესიმ სხვადასხვა ფორმაციის ”ბარსელონაში” ითამაშა, როცა კლუბი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის გვერდით, მისი თამაში ყოველთვის საოცარი იყო.

მესიმ ეჭვები ყველას გაუქარწყლა, ვინც მას ეჭვის თვალით უყურებდა. ბოლო წლებში, როცა ”ბარსელონა” წარსულისგან განსხვავებით შთამბეჭდავ ფეხბურთს არ თამაშობს, მესი არ ჩაძირულა, მისი როლი კვლავ დიდია. ფაქტია, მის გარეშე ქაოსი იქნება.

იშვიათია ფეხბურთელი ერთ კლუბში დარჩეს და გაყვეს იმ გზას, რაც მესიმ ”ბარსელონასთან” ერთად გაიარა. რატომ უნდა გასჩენოდა კლუბის შეცვლის სურვილი? მან ხომ კარიერა ერთ-ერთ უდიდეს გუნდში დაიწყო.”

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x