შაბათი, ივლისი 4

რეალის ყოფილი ექიმი: “ბეილი სუპერათლეტია”

ფონტი

რეალის ყოფილი ექიმი: “ბეილი სუპერათლეტია”

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ექიმმა, ხესუს ოლმომ გარეტ ბეილს უძლიერესი ათლეტი უწოდა და მისი სხეულის სხვადასხვა ასპექტებზე გააკეთა აქცენტი. ოლმოს განცხადებით, უელსელს წარმატების მიღწევა თითქმის ყველა სპორტში შეეძლო.

„შეიძლება, ბეილი საუკეთესო ათლეტია, რომელიც ოდესმე მინახავს. მას ეს ათლეტურობა ბუნებრივად აქვს და წარმატების მიღწევა პრაქტიკულად ყველა სპორტში შეეძლო. არაჩვეულებრივი გენეტიკა და ათლეტური უნარები აქვს, რასაც, ვიტყოდი, ტექნიკური შესაძლებლობებიც ემატება.

რაც შეეხება მის ხშირ ტრავმიანობაზე „რეალის“ გულშემატკივართა უკმაყოფილებას, ყველა სპორტსმენს თავისი ზღვარი აქვს, ხალხი კი მხოლოდ იმას ამჩნევს, როცა ფეხბურთელი ტრავმირებულია, ის კი არ იციან, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მაშინაც თამაშობენ, როცა ტრავმა აქვთ. უმაღლეს დონეზე მოასპარეზე ათლეტის გამოსვლაზე ყველაზე დიდ უარყოფით გავლენას ქრონიკული დაზიანებები ახდენს“.

გარეტ ბეილის ტრავმიანობისკენ მიდრეკილება ძველი ამბავია. მას „რეალში“ გადასვლის შემდეგ ლა ლიგაში გატარებული 7 სეზონიდან 30-ზე მეტი მატჩი მხოლოდ ერთ მათგანში აქვს გამართული.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x