ოთხშაბათი, ივლისი 8

კაშია: ”ფიქრიც არ მინდა, რომ…

ფონტი

კაშია: ”ფიქრიც არ მინდა, რომ…

MLS-მა გადაწყვიტა 8 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით კლუბებს შორის ტურნირი ჩაატაროს, რომელსაც ფლორიდა უმასპინძლებს. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ თუ რეგულარული სეზონის განახლების უფლებას მისცემენ, MLS-ის სეზონი ნოემბრამდე გაგრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე რეგულარული სეზონის გაგრძელების საკითხი გადაწყვეტილი არაა.

ფლორიდაში გასამართ ტურნირზე 26 კლუბი ექვს ჯგუფში გადანაწილდა. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ”სან ხოსე” ”სიეტლთან,” ”დალასთან” და ”ვანქუვერთან” მოხვდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას, ”ტაიმაუტს” ესაუბრა.

გურამ კაშია: ”სავარჯიშო პროცესი განვაახლეთ, თუმცა მოედანზე ყოფნა მხოლოდ 4 ფეხბურთელსა და მწვრთნელებს შეუძლიათ. ფეხბურთელებთან კონტაქტი არ შეიძლება, პასის მიცემაც არ შეიძლება. იდეალური გარემო არაა, თუმცა წინგადადგმული ნაბიჯია.  სავარაუდოდ, ფლორიდაში ჩასვლამდე გუნდური ვარჯიშები არ გაიმართება. ცოტა უცნაურია, თუმცა ესეც ახალი გამოცდილებაა.

MLS-მა გადაწყვიტა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრინციპით ჩაატაროს ტურნირი. სახლიდან შორს, ფლორიდაში ყოფნა 40-45 დღე მოგვიწევს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გამოცდილება ევროპის ჩემპიონატისთვის, იგივე ფორმატია. ამ ეტაპზე ოპტიმალური ფორმისგან შორის ვართ. 

ფეხბურთის თამაში მოგვენატრა, ძალიან კარგია, რომ გამოსავალი ვიპოვნეთ.

ფიქრიც არ მინდა, რომ ბელარუსთან მატჩს მაყურებლის გარეშე ჩავატარებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ UEFA პანდემიის დასრულებას დაელოდება და როდესაც ქომაგთა დასწრება შესაძლებელი იქნება, მატჩიც მაშინ გაიმართება. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მატჩი გველის და ქომაგთა როლი ძალიან დიდი იქნება.”

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის შემოდგომამდე გადაიდო. ამ ეტაპზე მატჩის გამართვის თარიღი უცნობია.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x