შაბათი, ივლისი 4

ევერტონთან მატჩი შესაძლოა სალაჰმა და რობერტსონმა გამოტოვონ

ფონტი

ევერტონთან მატჩი შესაძლოა სალაჰმა და რობერტსონმა გამოტოვონ

თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა და მცველმა ენდრიუ რობერტსონმა, შესაძლოა, ლივერპულს ევერტონთან პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მატჩში დახმარება ვერ გაუწიონ.

Athletic-ის ჟურნალისტის ჯეიმი პირსის ინფორმაციით, ორივე ამ ფეხბურთელს ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მათ არც ბლექბერნთან ამხანაგურ მატჩში უთამაშიათ, რომელიც წითლებმა 6:0 მოიგეს.

ევერტონსა და ლივერპულს შორის მატჩი 21 ივნისს, გუდისონ პარკზე გაიმართება. რამდენიმე დღის წინ ლივერპულს ამ მატჩში ჩემპიონობის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა მანჩესტერ სიტის არსენალთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ამის შესაძლებლობა დაიკარგა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x