ოთხშაბათი, ივლისი 8

რომელი ქვეყანა უმასპინძლებს ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპს?

ფონტი

რომელი ქვეყანა უმასპინძლებს ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპს?

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის დასკვნითი ეტაპი ერთ ქვეყანაში ჩატარდება. 

2019/20 წლების სეზონის 1/4 ფინალი, ნახევარფინალი და ფინალი გერმანიის ოთხ ქალაქში, კიოლნში, დუისბურგში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში, 10-დან 21 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

1/8-ფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები, რომელთა ჩატარებაც პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, 5 და 6 აგვისტოს გაიმართება. ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრას კიოლნი უმასპინძლებს. პოლონური გდანსკი კი ამა წლის ნაცვლად ევროპა ლიგის ფინალს 2021 წელს მიიღებს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შეიცვალა ევროპის სუპერთასის ჩატარების თარიღიც. ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში დაუპირისპირდებიან.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x