ოთხშაბათი, ივლისი 8

”სათვალე სჭირდება, მხედველობის პრობლემა აქვს” – ეტოომ დიუფს უპასუხა

ფონტი

”სათვალე სჭირდება, მხედველობის პრობლემა აქვს” – ეტოომ დიუფს უპასუხა

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფორვარდმა სამუელ ეტოომ სენეგალელ ელ-ჰაჯი დიუფს უპასუხა. ”ლივერპულის” ყოფილი ფორვარდის თქმით აფრიკის კონტინენტის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია, თუმცა ეტოო სხვაგვარად ფიქრობს.

მილანის ”ინტერისა” და ”ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე Goal.com-ს ესაუბრა.

”ჩემი ძმა დიუფი ამას უკანასკნელადაც რომ ამბობდეს, ვფიქრობ მას სათვალე სჭირდება, მხედველობის პრობლემა აქვს. სადებატო და განსახილველი არაფერია. დროგბა და დიუფი ვერ იტყვიან, რომ იმდენად მაღალ დონეზე ითამაშეს, როგორც მე. მათ ჩემზე მაღალ დონეზე არ უთამაშიათ.

ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ეს ფაქტია. მთელი კარიერის განმავლობაში მსურდა ნომერ პირველი ვყოფილიყავი და ყოველთვის ასე იყო.”

ელ-ჰაჯი დიუფი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა (2001, 2002). წლის საუკეთესოდ ასევე ორჯერ დასახელდა დიდიე დროგბა (2006, 2009). რაც შეეხება სამუელ ეტოოს, მან წლის საუკეთესო აფრიკელი მოთამაშის პრიზი ოთხჯერ მიიღო (2003, 2004, 2005, 2010). ეტოოს მსგავსად იაია ტურეც ოთხჯერ გახდა აღნიშნული პრიზის მფლობელი.

ეტოომ საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. პირველად 2006 წელს ფრანკ რაიკარდის ფორმაციის ”ბარსელონასთან” ერთად. მეორედ 2009 წელს, როცა კატალონიურ კლუბს პეპ გუარდიოლა წვრთნიდა. 2010 წელს ჟოზე მოურინიოს მილანის ”ინტერი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ეტოო იყო.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x