შაბათი, ივლისი 4

როდის იგეგმება ეროვნული ლიგა 2-ის განახლება – დავით მუჯირის კომენტარი

ფონტი

როდის იგეგმება ეროვნული ლიგა 2-ის განახლება – დავით მუჯირის კომენტარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ლიგა 2-ის განახლებაზე ისაუბრა:

“კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ლიგა 2 13 ივლისიდან განახლდება. ეროვნული ლიგის მსგავსად, აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენ ლიგებს, ლიგა 3 27 ივლისიდან განახლდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება იგეგმება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კი, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფუტსალის ასოციაციასთან და ქალთა ფეხბურთის ფედერაციასთან.

​ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ, როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად, ორ წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი, განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ, რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებულნი იქნებიან. ასევე რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფორმატით დაიწყება რეგიონული ლიგა”.

ეროვნული ლიგა 2-ის განახლების შემდეგ, პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ქობულეთის “შუქურა” და ზუგდიდის “დინამო” დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 18:00 საათიდან, “Silk Universal”-ის ეთერში შეგეძლებათ.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x