პარასკევი, ივლისი 3

რომელ სპორტის სახეობას გამოუცხადა ბოიკოტი ტრამპმა?

ფონტი

რომელ სპორტის სახეობას გამოუცხადა ბოიკოტი ტრამპმა?

ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასახელა ის სპორტის სახეობა რომელსაც აღარ უყურებს, იგი აცხადებს, რომ ამიერიდან აღარ უყურებს ამერიკულ ფეხბურთს. მიზეზი გუნდების მიერ 2017 წელს მიღებული ეროვნული ჰიმნის წესის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც მოთამაშეები ჰიმნის დროს ფეხზე უნდა იდგნენ.

ოთხშაბათს, ამერიკულმა ფეხბურთმა დაარღვია ჰიმნის წესი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა მოთამაშე მას ფეხზე მდგომი უნდა უსმენდეს. ეს წესი მას შემდგომ დაინერგა, რაც ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა, მეგან რაპინომ, კოლინ კეპერნიკისადმი სოლიდარობის ნიშნად მუხლი მოიყარა. 

“ჩვენ საკმარისად არ მოგვისმენია – განსაკუთრებით ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რათა გავიგოთ და გავაცნობიეროთ ნამდვილი და მნიშვნელოვანი გამოცდილება შავკანიანთა და სხვა უმცირესობათა მიერ ჩვენს ქვეყანაში. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მოთამაშეებს – განსაკუთრებით შავკანიანებს, თანამშრომლებს, გულშემატკივარს და ყველას, ვინც მხარს უჭერს რასიზმის აღმოფხვრას. სპორტი ძლევამოსილი პლატფორმაა და ჩვენ ეს შესაძლებლობა ეფექტურად არ გამოგვიყენებია. ამ კონკრეტული პრობლემისთვის ბევრის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ კიდევ”, – ნათქვამია ამერიკული სოქერის ოფიციალურ განცხადებაში

.

ტრამპმა სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაწერა ტვიტერზე:

“ამიერიდან მათ აღარ ვუყურებ”.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის რწმუნებულმა, როჯერ გუდელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ “ლიგა წაახალისებს ყველა ამაღლებულ ხმას და მშვიდობიან პროტესტს”.

რაპინომ მუხლი 2016 წელს ჰიმნის დროს მოიყარა. მან განაცხადა, რომ ამ ჟესტით სოლიდარობა გამოხატა კეპერნიკის, სან ფრანცისკოს ყოფილი ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც ჩუმად მოიყარა მუხლი ეროვნული ჰიმნის დროს, პოლიციის მხრიდან გამოჩენილ რასიზმსა და სისასტიკეზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x