ოთხშაბათი, ივლისი 8

დასტინ პორიემ დენ ჰუკერთან მოგებული ბრძოლა შეაფასა

ფონტი

დასტინ პორიემ დენ ჰუკერთან მოგებული ბრძოლა შეაფასა

UFC-ს მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა, დასტინ პორიემ დენ ჰუკერთან მოგებული ბრძოლა შეაფასა.

“რთული ბრძოლა იყო. დენი ძალიან კარგი მებრძოლია, აღმავლობის გზაზეა და დარმუწნებული იყო, რომ ჩემს დამარცხებას შეძლებდა. ამბოდა, რომ მომიგებდა და ჩემპიონთან ბრძოლის უფლებას მოიპოვებდა, თუმცა მე თავად ვარ ჩემპიონი და მიყვარს ჩემი საქმე. ამიტომ, გამარჯვებისთვის ყველაფერი ვაკეთებდი. მჯეროდა ჩემი გუნდის და კიდევ ორი რაუნდისთვის ვიყავი მზად”. 

დასტინ პორიემ დენ ჰუკერი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა იგი თვლის, რომ მეტის გაკეთება და უკეთესი ბრძოლის ჩატარება შეეძლო. 

“მხოლოდ ერთხელ შემარყია, როდესაც მისი მუხლი მომხვდა. ძლიერი დარტყმა იყო, მაგრამ ბრძოლაში დაბრუნდება შევძელი. ვფიქრობ, უფრო მწვავედ შემეძლო მოქმედება, რამდენიმე ზედმეტი დარტყმა გავუშვი. არ ვიცი, შესაძლოა, მოძრაობა მაკლდა, მაგრამ ნამდვილად შემეძლო უკეთესი ბრძოლის ჩატარება. დასვკნით ეტაპზე ჩემი დისტანცია ვიპოვე და კონტრშეტევებზე უფრო ეფექტური ვიყავი. ჩანდა, რომ დენს პრობლემები აქვს – ბევრ დარტყმას უშვებდა და ვხვდებოდი, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავი”. 

ასევე პორიემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის, როდის გამართვს მომდევნო ბრძოლას.

“არ ვიცი, შესაძლოა წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლა ჩავატარო, ან მომავალ წელს დავბრუნდე. ახლა მხოლოდ სახლში, ჩემს ქალიშვილთან მსურს დაბრუნება. ეს ყველაზე ხანგრძლივი პაუზა იყო ჩემს კარიერაში. 9 თვე ვიჯექი უსაქმოდ, ფეხი მაწუხებდა და ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. მინდა ყველაფერი სწორად გავაკეთო და შემდეგ ჯერზე უკვე ჩემი პირობებით ვიჩხუბო”, – განაცხადა პორიემ ჰუკერთან ბრძოლის შემდეგ. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x