ოთხშაბათი, ივლისი 8

დანი ალვეში მილანში?

ფონტი

დანი ალვეში მილანში?

გამოცდილი ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ ევროპულ ჩემპიონატში დღესაც წარმატებით ითამაშებდა. 

“დღევანდელ მილანში ვარსკვლავი ვიქნებოდი. ასაკი მხოლოდ ციფრებია, ფეხბურთის თამაშის დროს ისევ ბრძოლა მსურს. მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: არ მინდა ვრცხვენოდეს, რომ მოედანზე გამოვდივარ. კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა თამაშს ვერ შევძლებ“, – ციტირებს ალვეშს Football Italia.

ბრაზილიელი სან-პაულუში 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. იქამდე იგი პსჟ-ში, იუვენტუსში, ბარსელონასა და სევილიაში თამაშობდა. ბრაზილიურ კლუბთან ალვეშის კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრამდე მოქმედებს. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x