ტურინის ,,იუვენტუსი”-ს “ლაციოსთან” გამარჯვების შემდეგ მაურიციო სარიმ ჟურნალისტებთან საინტერესო ფრაზა თქვა:

“შეძლებენ “იუვენტუსის” ფეხბურთელები თავიანთ სტილში თამაშს სანამ მათ გვერდით რონალდუ იქნება?”

ეს ყველაფერი განპირობებული იყო “ლაციოსთან” დიბალას არაჩვეულებრივი თამაშით, რაც უფრო მეტ კითხვას ბადებს, რადგან არგენტინელი შემადგენლობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც იგუაინმა ფეხი იტკინა.

დიბალას არაჩვეულებრივი თამაშის მიუხედავად, მატჩის გმირი დუბლის ავტორი რონალდუ გახდა, რასაც თავის მხრივ არც თუ ისე კარგი გავლენა შეიძლება ჰქონდეს დიბალაზე, ხშირად მსგავს სიტუაციებში არიან სხვა ფეხბურთელებიც.

“რთულია საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენა, როცა შენს გვერდით თამაშობს ისეთი დიდებული ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა.”

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა