ოთხშაბათი, ივლისი 8

მე, რომ მწვრთნელი ვიყო? (ბარსელონა)

ფონტი

მე, რომ მწვრთნელი ვიყო? (ბარსელონა)



კატალონიის ბარსელონა არის კლუბი, რომელიც მისი შედეგებითა და სათამაშო სტილი, საფეხბურთო  ისტორიაში მუდამ მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანურ გრანდს დღესდღეობით საამაყო ხანა არ უდგას, ისევ და ისევ იმ თამასის გამო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ მათ მიერაა აწეული.

 გუნდის შიდა სამზარეულოში აშკარა არეულობა იგრძნობა. ამ წელს სოციალურ ქსელში იყო ღია დაპირისპირება  სპორტულ დირექტორსა (ერიკ აბიდალი)  და გუნდის კაპიტანს (ლიონელ მესი) შორის. ასევე ხშირად იწერება ფინანსურ კრიზისზე რომელშიც კლუბი იმყოფება. ეს ყველაფერი კი უშუალოდ მოედანზეც აისახება, იმ უსახური თამაშების ჩვენებით, რასაც ბარსელონას ქომაგები აგრერიგ არ არიან შეჩვეულნი.

ბარსას გულშემატკივართა აზრით პირველ რიგში ცვლილება უნდა შეეხო კლუბის მწვრთნელს, კიკე სეტიენს, მის ადგილას კი ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელსაც ბარსელონას ფილოსოფია შესისხლხორცებული ექნება და სატრანსფერო ბიუჯეტსაც უკეთ აითვისებს.

ალბათ ბევრ ჩვენგანს წარმოუდგენია თავი საყვარელი კლუბის მთავარი მწვრთნელის ადგილას და უნატრია კლუბისა თუ უშუალოდ მატჩების განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანა. მეც ერთერთი მათგანი ვარ ვისაც ეს ოცნებად აქვს.

ჩვენი საიტის ახალი პროექტის( “მე რომ (კლუბი) მწვრთნელი ვიყო”) მეშვეობით მინდა აგიღწეროთ როგორი იქნებოდა კლუბში სიტუაცია, „მე რომ ბარსელონას მწვრთნელი ვიყო“.  

                                             

 ვის შევიძენდი?



მინდა გამოვყო რამოდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი, რომლებზეც ვიმუშავებდი.

არავის აქვს ილუზია რომ ბარსელონას ფინანსები ყველა მათგანს გაწვდება, უბრალოდ დიდი ძალისხმევით შევეცდებოდი, რომ თუნდაც ერთი ან ორი მათგანი  მომეყვანა კატალონიურ გრანდში.

კორონა ვირუსის პანდემიამ ბევრ რამეზე იქონია გავლენა, მათ შორის სატრანსფერო ფასებზეც და შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ როგორ დაარეგულირებს ბაზარი მათ სატრანსფერო ღირებულებას. ამ შემთხვევაში ტრანსფერმარკეტზე არსებული ფასების მიხედვით ვიმსჯელებ.

მინდა გავნიხილო მხოლოდ ტოპ კლასის ფეხბურთელები, რომლების შეძენაც ბარსელონას მსგავს ტოპ კლუბს ნამდვილად სჭირდება.


აქცენტს პირველ რიგში ნახევარდაცვაზე გავაკეთებდი, რადგან ძლიერი ნახევარდაცვა ყოველთვის ბარსელონას წარმატების მთავარი გასაღები იყო.  

კაი ჰავერცი
 

Kai Havertz speaks as Bayern Munich, FC Barcelona, and Liverpool ...


ლევერკუზენმა ტოპ გრანდებს ანკესი გადაუგდო და ზედ გამობმული კაი ჰავერცი საკმაოდ ძვირად შეაფასა. 20 წლის გერმანელი ნახევარმცველი transfermarket-ზე  81 მილიონადაა შეფასებული და მასზე თითქმის ყველა გრანდი ნადირობს. ვფიქრობ ჰავერცი ბარსელონასათვის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა და დე იონგთან ერთად მოედანზე შესანიშნავ მრავალწლიან დუეტს შექმნიდა.

კევინ დე ბრუინი

Kevin De Bruyne celebrates after scoring against Barcelona in the ...


ვფიქრობ, თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რომელსაც შეუძლია მატჩების ბედი მარტომ გადაწყვიტოს. 28 წლის ბელგიელს აქვს ბრწყინვალე დარტყმა, მშვენიერი მოედნის ხედვა,  საოცარი პასის კულტურა და წარმოიდგინეთ როგორ გაუმარტივდება მესის მოედანზე ყოფნა, როცა გუნდში იქნება ადამიანი, ვისაც უპრობლემოდ შეეძლება ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის ამოტანა. მითუმეტეს, რომ მას შემდეგ რაც მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ორი წლით აუკრძელეს, KDB-ს გაუჭირდება უარი თქვას ბარსას შეთავაზებაზე. დებრუინის ღირებულება 120 მილიონი ევროა. რომში და ლივერპულში ჩატარებული მატჩების შემდეგ კი ნათლად გამოჩნდა რომ არანაკლებ პრობლემურია გუნდის დაცვითი ნაწილი.

კალიდუ კულიბალი

Napoli Reportedly Rejected €70M Barcelona Bid for Kalidou ...

– გამოირჩევა საკმაოდ მშვიდი თამაშის სტილით და მაღალი ინტელექტით. მას შეუძლია რომ უკანა ხაზს ულიდეროს და შეტევებშიც აქტიურად ჩაერთოს. 28 წლის აფრიკელი საჰაერო ორთაბრძოლებში ფაქტიურად უკონკურენტოა, რაც ბარსელონას წინააღმდეგ მეტოქეების ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი იარაღია. მე რომ ბარსას მწვრთნელი ვიყო მას პიკეს შევუწყვილებდი და ძირითად შემადგენლობაში ადგილს შევპირდებოდი. თუ ტრანსფერმარკეტზე არსებულ ფასებს დავუჯერებთ იგი მხოლოდ 56 მილიონი ღირს. რადგან ლივერპულთან მარცხი ვახსენეთ, ძნელია თავში არ ამოგიტივდივდეს ხორდი ალბას უსახური მატჩი ენფილდზე.

ალფონსო დეივისი/ლუკა ერნანდესი

Alphonso Davies extends Bayern Munich deal until 2025 - Soccer ...
Bayern Munich defender Lucas Hernandez leaves training early with ...

ალბა საკმაოდ სწრაფი და კარგი მცველია, თუმცა მისი კონკურენტი გუნდში ფაქტობრივად არ არსებობს, რაც შესაძლოა ესპანელის სწორხაზოვანი თამაშის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყოს. იგივე დროს, ვფიქრობ რომ ბაიერნის მარცხენა მცველებიდან ერთერთს ნამდვილად ენდომება ბარსელონაში თავის დამკვიდრება. ალფონსო დეივისი და ლუკა ერნანდესი საწყის ეტაპზე ჩემთვის ერთერთი სამიზნეები იქნებიან და თუ მათ გადმობირებას ვერ შევძლებ მაშინ ვეცდები როგორმე ლუკას ძმა, ტეო ერნანდესი, ან ნიკოლას ტალიაფიკო მაინც შევიძინო, რადგან ჩემი აზრით გუნდში მარცხენა მცველის პოზიცია ერთერთი პრობლემურია.

ნეიმარი

Neymar to put pressure on PSG as French club ask for wage cuts

გუნდი, ისე როგორც არასდროს, მხოლოდ ერთი ფეხბურთელის თამაშზეა დამოკიდებული. მართალია ეს ფეხბურთელი ლიონელ მესია და ძნელია მასზე არ ააწყო თამაში, მაგრამ ისეთ გრანდს როგორიც ბარსელონაა ვფიქრობ სჭირდება ადამიანი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლება მაშინ, როცა მესის თამაში არ წაუვა. ასეთი იყო ნეიმარი, რომელიც ახლა 28 წლისაა და თუ წყაროებს დავუჯერებთ ბრაზილიელი ნანობს პარიზში წასვლას და უკან ესპანეთში დაბრუნება სურს. მე რომ ბარსელონას მწვრთნელი ვიყო დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთი დონის ფეხბურთელთან , თუნდაც მის გადმოსაყვანად გრიზმანისა და დემბელეს დათმობა მომიწიოს.

ლაუტარო მარტინესი

Lautaro Martínez Vs Juventus(06/10/2019)19-20 HD 720p by轩旗 ...

სუარესიც ნელნელა ასაკში შედის და უჭირს მთელი სეზონის ისეთ მაღალ დონეზე ჩატარება როგორსაც შეგვაჩვია. მისი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ვფიქრობ ლაუტარო მარტინესი– რომლის ბარსელონაში ტრანსფერზე საკმაოდ ხშირად იწერება სუარესის ღირსეული მემკვიდრე იქნება. მესის თანამემამულე საკმაოდ სწრაფი და შრომის მოყვარე ფეხბურთელია და დასკვნით ფაზაშიც გამოირჩევა იმ თვისებებით რაც კარგ ფორვარდს ჭირდება. ელ ტორო ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მისი ღირებულება ასევე ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, 64 მილიონს ევროს უდრის.

                                              

ვისი გაშვება შეიძლება?

ივან რაკიტიჩი

Coronavirus | Barcelona's Rakitic takes the 90-second challenge ...

სევილიიდან გადმოსვლის შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა ბარსელონას გულშემატკივარს ბევრი დასამახსოვრებელი წელი აჩუქა, გვახსოვს მისი გოლები ელ კლასიკოებში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში და სხვა მნიშვნელოვან მატჩებში, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ივანმა ბარსელონაში თავისი თავი ამოწურა და მსურველებიც საკმაოდ ბევრი ყავს. რაკიტიჩი ჩემს გუნდში შეუცვლელი ფიგურა ნამდვილად არ იქნებოდა.

უსმან დემბელე

Barcelona's Luis Suárez tells experts to fix Dembélé - AS.com

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბარსელონამ ბოლო წლების ტრანსფერებში ბარსელონამ მილიონები სრულიად უაზროდ დახარჯა. მაგალითად უსმან დემბელეში გადახდილი 105 მილიონი ევრო მხოლოდ და მხოლოდ ნეიმარის წასვლით გამოწვეული შოკით თუ აიხსნება. ფრანგმა ბარსელონაში აშკარად ვერ გაამართლა და სარფიანი გარიგების შემთხვევაში მისი გუნდიდან გაშვებას არ მოვერიდებოდი.

ანტუან გრიზმანი

Atletico's Diego Simeone 'not interested' in reports Antoine ...

ამ სეზონზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ვერც დემბელეს თანამემამულე გრიზმანმა გაამართლა მოლოდინები. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული რომ ანტუანი ატლეტიკოში სულ სხვა პოზიციაზე თამაშობდა, ბლაუგრანაში კი ვინგერად უწევს თამაში რასაც შეჩვეული ნამდვილად არ არის. ასე რომ მას პოზიციას შევუცვლიდი და თუ კვლავ ვერ წარმოაჩენდა თავს ჩემს გუნდში ხელშეუხებელი ფიგურა ნამდვილად არ იქნებოდა.

ფილიპე კოუტინიო

Coutinho gets Barcelona fan backlash at Camp Nou - AS.com


თუ არასწორ პოზიციაზე დაყენებაზე და დიდი თანხის გადახდის შემდეგ იმედგაცრუებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამადაც ბარსას საკუთრებაა. ვფიქრობ 27 წლის ბრაზილიელი  ვალვერდეს უაზრო ახირებების მსხვერპლი აღმოჩნდა და შანსი არ მიეცა ეთამაშა იმ პოზიციაზე სადაც თავის მაქსიმუმს წარმოაჩენდა. როგორც გაირკვა მიუნხენის ბაიერნი მის გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდის და კოუტინიო ბარსელონას შეუძლია უკან დაიბრუნოს. მე რომ ბარსას მწვრთნელი ვიყო მას კიდევ ერთ შანსს მივცემდი და ყველაფერს ნულიდან დავაწყებინებდი ამ კლუბში.


რომელი სათამაშო სქემით ვითამაშებდი?

The Ultimate Football Combination | Tactical Explanation - YouTube


როგორც უკვე ავღნიშნე, ნახევარდაცვის რგოლი ბარსელონაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გუნდის წარმატებებისა, დღევანდელი ბარსელონას რესურსებს თუ გავითვალისწინებთ,  ვფიქრობ საუკეთესო სქემა რომელსაც გუნდი იდეალურად მოერგებოდა 4-1-2-1-2  გახლავთ. მესი ორი ფორვარდის უკანს მთლიან მოედანს აითვისებდა და თანაგუნდელებსაც უამრავ საგოლე შანსს შეუქმნიდა.
   





                                                       

  ურთიერთობები

Quique Setién talks about managing Lionel Messi at Barcelona ...

ყურადღებას აუცილებლად გავამახვილებდი ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდზე, რადგან ბარსას აიაქსთან ერთად ერთერთი საუკეთესო სკოლა აქვს. ბარსელონას სკოლის აღზრდილები არიან პიკე, ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ალბა,ფაბრეგასი, პედრო, მესი და სხვა უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი. ბოლო წლებში კი ასეთი ღირებული ძირითად გუნდში ვერავინ ვიხილეთ. ბარსელონას ფეხბურთელები წარმატების წლებში მუდამ ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და მეც მგონია, რომ გუნდის შიგნით კარგი ურთიერთობები მოედანზე კარგ თამაშს განაპირობებს.



და ბოლოს, ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი სურვილი. მისთვის მართლაც სიამოვნებით ვიბრძოლებდი და მაქსიმალურად შევეცდებოდი ის რეალიზებაში მომეყვანა, “მე რომ ბარსელონას მწვრთნელი ვიყო”.

სტატია მომზადებულია დავით ოღრაპიშვილის მიერ, სპეციალურად “SportFan”-ისთვის!


5 2 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x