ოთხშაბათი, ივლისი 8

ფეხბურთი

ნეიმარი ბარსაში ბრუნდება?
სპორტი, უცხოური ფეხბურთი, ფეხბურთი

ნეიმარი ბარსაში ბრუნდება?

ნეიმარი ბარსაში ბრუნდება? ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა კატალონიის ბარსელონამ ყოფილი ვარსკვლავის დასაბრუნებლად სპეციალური გეგმა შეიმუშავა. როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, კატალონიელები აპირებენ, პარიზულ კლუბს დემბელე და გრიზმანი შესთავაზონ ნეიმარის ტრანსფერში. ასევე გამოცემის ცნობით, თავად ბრაზილიელიც დაინტერესებულია ყოფილ გუნდში დაბრუნებით, რომელიც გასულ წელს სოციალურ ქსელში ღიად მიანიშნებდა გულშემატკივრებს რომ ნანობდა ყოფილი კლუბიდან წასვლას. ამჟამად უცნობია პსჟ-ს პოზიცია ამ შეთავაზებაზე, თუმცა ეს შეთავაზება დასაფიქრებლად ნამდვილად ღირს. ...
ვისთან გააფორმა კონტრაქტი ლივერპულმა?
სპორტი, ფეხბურთი

ვისთან გააფორმა კონტრაქტი ლივერპულმა?

ვისთან გააფორმა კონტრაქტი ლივერპულმა? ინგლისურმა საფეხბურთო კლუბ ლივერპულმა თავდამსხმელი ჰარვი ელიოტთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. აქამდე ახალგაზრდა მოთამაშეს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტისთვის ხელის მოწერა იმის გამო არ შეეძლო, რომ 17 წლის არ იყო. წითლების ოფიციალური საიტი კონტრაქტის დეტალებს ამჟამად არ ასაჯაროვებს. ელიოტი ფულჰემიდან ლივერპულში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. 2018-19 წლების სეზონში ფულჰემის მაისურით ელიოტმა 3 მატჩი ჩაატარა. ელიოტმა ვულვზთან ინგლისის ჩემპიონატის გასული სეზონის 37-ე ტურის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მაშინ იგი 16 წლის და 30 დღის იყო და პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. პრემიერ ლიგის 33 ტურის შემდეგ ლივერპული 89 ქულით პირველ ადგილზეა. იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა. ...
დიეგო სიმეონე-,,VAR ფეხბურთს უფრო სამართლიან სპორტად ქმნის”
სპორტი, ფეხბურთი

დიეგო სიმეონე-,,VAR ფეხბურთს უფრო სამართლიან სპორტად ქმნის”

დიეგო სიმეონე-,,VAR ფეხბურთს უფრო სამართლიან სპორტად ქმნის" მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ვიდეორეფერის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა. სეზონის განახლების შემდეგ ესპანეთში მსაჯებს ხშირად რეალის მატჩების შემდეგ აკრიტიკებენ. მიუხედავად კონკურენციისა, ატლეტიკოს თავკაცი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. “არ ვაპირებ იმის განმეორებას, რაც აქამდე ვთქვი, ამიტომ ახლა ამას აზრი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრე და ვთქვი, რასაც ვფიქრობ. VAR ყველაფერს ხედავს. აქამდე განმეორების ნახვის შესაძლებლობა არ გვქონია. შეცდომები ხდება. VAR ფეხბურთს უფრო სამართლიან სპორტად ქმნის. თუ გუნდის სასარგებლოდ მეტ პენალტს ნიშნავენ, ესე იგი, ეს გუნდი მეტს უტევს. რეალი კი სწორედ ასეთი გუნდია“, - ციტირებს სიმეონეს  Marca. ლა ლიგის დასრულებამდე აწ უკვე 4...
გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს?
სპორტი, ფეხბურთი

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს?

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს? გორის დილას 24 წლის მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიულ ვოლფსბერგში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემები აქტიურად ავრცელებენ და წერენ, რომ მხარეებს შორის დაახლოებით 2+1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. გურამ გიორბელიძე ვოლფსბერგს აგვისტოდან შეუერთდება. ვოლფსბერგი ავსტრიული ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში მე-3 პოზიციაზე გავიდა და ევროტურნირებზე ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება. გურამ გიორბელიძემ ,,დილას" მაისურით 2020 წელს მხოლოდ ორჯერ ითამაშა, წასვლამდე კი გორელთა რიგებში თამაშს კიდევ 3 შეხვედრაში მოასწრებს. ...