პარასკევი, ივლისი 3

ბუნდესლიგის ვარსკვლავთა ღირსეული ჟესტი

ფონტი

ბუნდესლიგის ვარსკვლავთა ღირსეული ჟესტი

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში ფეხბურთელთა ნაწილმა ამერიკელი პოლიციელების მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს და მომხდარი გააპროტესტეს.

მიონხეგლადბახის „ბორუსიას“ შემტევმა, მარკუს ტურამმა „უნიონთან“ გატანილი ერთ-ერთი გოლის აღნიშვნისას მუხლზე დაიჩოქა და ფლოიდის მკვლელობა ასე გააპროტესტა. „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა აჩრაფ ჰაკიმიმ და ჯეიდონ სანჩომ კი თავიანთი გოლების შემდეგ მაისურები აიწიეს და გამოაჩინეს წარწერა: „სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში რასიზმის მორიგი მსხვერპლია. 25 მაისს, პოლიციელებმა იგი სასტიკად მოკლეს. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, როგორ აჭერს ფლოიდს ყელზე მუხლს ერთ-ერთი პოლიციელი, მსხვერპლი კი ხრიალებს და ითხოვს, რომ სუნთქვის საშუალება მისცენ.

ფლოიდის მკვლელობას აქციები მოჰყვა და პროტესტის ეს ფორმა დღემდე გრძელდება. 28 მაისს, აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს, ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მკვლელობაში მონაწილე დანარჩენი 3 პოლიციელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x