ბუფონი სკოლაში?

იუვენტუსის ლეგენდალურმა იტალიელმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ამ დრომდე არ დაუმთავრებია სკოლა. 42 წლის ფეხბურთელის თქმით, ის სკოლას კარიერის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ამ კვირის დასაწყისში ბუფონმა ტურინელებთან კონტრაქტი 2020/21 სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა

“კარიერის დასრულების შემდეგ შემოქმედებითი შვებულების წელიწადი მექნება. ამ დროის განმავლობაში შევძლებ, რომ დრო დავუთმო საკუთარ თავსა და ოჯახს… და კიდევ, მინდა, სკოლა დავამთავრო. 30 წელია მშობლები ამაზე საუბრით თავს მატკიებენ”, – განაცხადა ბუფონმა Instagram-ზე გვერდ Randstaditalia-სთან პირდაპირ ჩართვაში. 

ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს — 2018/19 სეზონის გამოკლებით, რომელიც მან პსჟ-ში გაატარა. იტალიელმა ბებერი ქალბატონებისთვის 669-ჯერ ითამაშა და 527 გოლი გაუშვა. ის ცხრაჯერ სერია ა-ს გამარჯვებული გახდა, ოთხჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა