საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ ნიუკასლის შეძენა ყველასგან მოულოდნელად გადაიფიქრა.

ამის შესახებ, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ვკითხულობთ. 

“ნიუკასლის საზოგადოების მიმართ დიდი პატივისცემითა და კლუბის მნიშვნელობის გათვალისიწნებით, გადავყწვიტეთ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ინტერესებზე კლუბის შეძენასთან დაკავშრებით. 

სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება გვიწვეს, რადგან ამ დიდებულ ქალაქში ინვესტირებით ძალიან დაინტერესებულები ვიყავით და ვთქვლით, რომ ტრადიციული და ისტორიული კლუბის შესაფერის ადგილზე დაბრუნება შეგვეძლო. 

საბოლოო ჯამში, გაუთვალისწინებლად გაწელილი პროცესის გამო, კომერციული შეთანხმება საინვესტიციო ფონდსა და კლუბის მფლობელებს შორის ამოიწურა და ჩვენი საინვესტიციო წინადადება არ იქნა მიღებული.

კლუბს და მასთან დაკავშირებულ პირებს წარმატებებს ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც SkySports-ი აქვყენებს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა