შაბათი, ივლისი 4

ბექჰემის კლუბის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

ფონტი

ბექჰემის კლუბის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

დევიდ ბექჰემის კლუბის ინტერ მაიამის ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

მაიამი ინფიცირებული ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებს. განცხადებაში წერია, რომ მას COVID-19-ის სიმპტომები არ ჰქონია. კლუბის სამედიცინო შტაბი ინფიცირებული ფეხბურთელის კონტაქტების დადგენაზე მუშაობს.

ინტერ მაიამის MLS-ში დებიუტი მარტში დაწყებულ სეზონში ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პაუზამდე აშშ-ის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩატარდა. ბექჰემის გუნდმა ორივე მათგანი წააგო.

ჯერჯერობით უცნობია, MLS როდის განახლდება.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x