კვირა, ივლისი 5

გერმანელებს ფეხბურთში სახელფასო ჭერის შემოღება სურთ

ფონტი

გერმანელებს ფეხბურთში სახელფასო ჭერის შემოღება სურთ

გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ფრიტზ კელერმა განაცხადა, რომ საფეხბურთო სამყაროს გრძელვადიანი გაკვეთილების გავლა მოუწევთ.

მისი თქმით, საჭიროა ფინანსების უკეთესი კონტროლი და სახელფასო ჭერის შემოღება, რათა გუნდებმა სტადიონზე მაყურებლები მიიღონ.

“საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რადგან კრიზისი ფეხბურთის რესტრუქტურიზაციისთვის შესაძლებლობაა.

ჩვენ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხბურთი უნდა დავუბრუნოთ, ამისთვის კი ფინანსების გაუმჯობესებული კონტროლი და დიახ, სახელფასო ჭერის შემოღება დაგვჭირდება.

უზარმაზარი საკომისიოები აგენტებისთვის და სხვა სატრანსფერო თანხები აღიზიანებენ საზოგადოებას, რაც უწყობს ხელს მათთვის საყვარელი სპორტის ცხოვრებიდან განდევნას. ფეხბურთმა ამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.” 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x