კვირა, ივლისი 5

ბარსას ყოფილ მწვრთნელს განუკურნებელი დაავადება აღმოაჩნდა

ფონტი

ბარსას ყოფილ მწვრთნელს განუკურნებელი დაავადება აღმოაჩნდა

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბარსელონას ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ასისტენტს ხუან კარლოს ენსუეს განუკურნებელი დაავადება აღმოაჩნდა. თავდაპირველად ამის შესახებ Marca-მ დაწერა, მოგვიანებით კი ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმაც დაადასტურა.

მწვრთნელს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა, რომელიც დროის განმავლობაში უფრო გართულდება.

სოციალურ ქსელებში ხუან კარლოსის მაბავთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლამ და იოჰან კროიფის შვილმა ჟორდი კროიფმა დაწერეს.

“ამ რთულ მომენტში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – დაწერა კროიფმა.

ენსუემ სამწვრთნელო კარიერაში ბარსელონას მეკარეების მწვრთნელის პოზიციაზე დაიწყო – იგი ფრანკ რაიკაარდთან და პეპ გვარდიოლასთან მუშაობდა. 2017 წელს მისი ბარსას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ იგი სელტას თავკაცი გახდა. ხუან კარლოსის ბოლო კლუბი გრანადა იყო.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x