კვირა, ივლისი 5

”ბაიერნმა” კოუტინიოზე უარი თქვა !

ფონტი

ბაიერნმა” კოუტინიოზე უარი თქვა !

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, “Sky Sports” იუწყება, მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფელიპე კოუტინიოს გერმანული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის პანდემიით განპირობებული ეკონომიკური კრიზისისა და მოთამაშის პერფორმანსების გამო, ბავარიულმა გრანდმა შუახაზელის შესყიდვაზე უარი თქვა.

ცნობების მიხედვით, 1 ივლისს, კოუტინიო კატალონიის “ბარსელონას” რიგებს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული.

3.5 2 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x