შაბათი, ივლისი 4

ერთ დღეში 3 ადამიანი ვარ – ხან ფეხბურთელი, ხან რეპერი და ხანაც ნარკო რეალიზატორი – ანდრე გრეი

ფონტი

ერთ დღეში 3 ადამიანი ვარ – ხან ფეხბურთელი, ხან რეპერი და ხანაც ნარკო რეალიზატორი – ანდრე გრეი

ბოლო დღეებში რასიზმის საფუძველზე ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოსვლებმა და საპროტესტო აქციებმა მთელი ამერიკა მოიცვა. ხშირ შემთხვევებში კი ქუჩებში სიტუაციები სრულიად უკონტროლო ხდება.

ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას არ ეხებას. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის ან ოჯახის ტრაგედია.

მსგავსი რამ სიახლე არ არის უოტფორდის ინგლისელ თავდამსხმელ ანდრე გრეისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობს მის ინტერვიუს, რომელიც მან Sky Sport-სთან ჩაწერა:

“არსებობს გაუნათლებელი ხალხი, რომლებიც ვერ ხვდებიან რატომ გამოვდივართ და რას ვაპროტესტებთ. ეს მხოლოდ ჯორჯ ფლოიდს მიმართ გამოხატულ სისასტიკეს არ ეხება. რასიზმი მთელს მსოფლიოში ბუდობს. თავს იღბლიანად ვგრძნობ, რომ ჩვენთან ქუჩაში შეიარაღებული პოლიციელები არ დადიან, რადგან მათგან ჩვენ სტერეოტიპიზირებულნი და დასჯილნი ვართ, ისევე როგორც ამერიკაში. ვერც კი დავითვლი რამდენჯერ მოუქაჩავთ ჩემთვის ხელი. ვერ ვითვლი რამდენჯერ წავსულვარ კლუბში და არ შევუშვივარ, რამდენჯერ გამომყოლია მაღაზიის მცველი სათვალთვალოდ. ასევე არ შემიძლია დავითვალო რამდენჯერ უთქვამთ უცნობებს, ფეხბურთელი ხომ არ ვარ ასეთი მაგარი მანქანით რომ დავდივარ. ერთ დღეში 3 ადამიანი ვარ, ხან ფეხბურთელი, ხან რეპერი და ხანაც ნარკორეალიზატორი. ეს უბრალოდ ფაქტებია. ამიტომ, პოლიციის სისასტიკე არ შემიფარგლება ამერიკაში, ეს ინგლისშიც აქტუალურია. ასევე პარიზში და სხვა ქვეყნებშიც. ეს გამოწვეულია სისტემატიზირებული რასიზმით, რაც ყველგანაა.” – აცხადებს გრეი.

ფეხბურთელი ჯორჯ ფლოიდის ამბის გამო იმედგაცრუებული, შეურაცხყოფილი და გაბრაზებულია. მისი ტონი დაბალია, თუმცა ბევრისმთქმელი.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მისი განცხადებით მომხდარით შოკირებული არ არის.

გრეი შავკანიანი ამერიკელების ფაკულტეტის სტუდენტია. მისი სხეული მოხატულია ყველა ცნობილი შავკანიანის სახით. მაგალითად: მალკომ X, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, მარკუს გარვი, როზა პარკსი, ჰუი ნიუტონი, შავი პანტერები, მუჰამედ ალი, ტომი სმიტი, ჯონი სმიტი და ბობ მარლი. 

“სირცხვილი იქნება, ამ ხალხმა რომ გაიღვიძოს და დაინახოს ახლაც იგივე ხდება, ამდენი წლის შემდგომ. 400 წლის შემდეგაც კი არაფერი შეცვლილა. ჩემთვის უცნაურია ერთი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა ამხელა გამოხმაურება რომ ჰპოვა, რადგან ასეთ ვიდეოებს წლების მანძილზე ვუყურებთ. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ახალი სანახაობა არ არის. შეიძლება ეს ფაქტი სულისშემძვრელია სხვა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩემთვის და სხვა შავკანიანთათვის – არა. ეს უსიამოვნო რეალობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები, პაპა-ბებიები, მშობლები და ახლა ჩვენ უნდა შევურიგდეთ. ეს ახლა არ დაწყებულა და გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ხალხი ამაზე ახლა ლაპარაკობს, როცა მთელი ისტორიაა ცნობილი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს მხოლოდ სისასტიკე არაა, ეს სისტემის ნაწილია, ინსტიტუციონალიზებული ქმედებაა.” – ამბობს ფეხბურთელი.

გრეიმ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ შავკანიანი ფეხბურთელების კომენტარები წაიკითხა, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკა შავკანიანთათვის უსაფრთხო არ არის.

“ამერიკაში დიდხანს ვიყავი და ზუსტად იმავეს ვგრძნობდი. ეს გრძნობა ჰაერშია. როცა ისეთ ადგილებში მივედი, როგორიც ბრონქსი, ჰარლემი და ბრუკლინია, შევამჩნიე, რომ თეთრკანიანები შავკანიანებს ეცლებოდნენ. მაგალითად, მატარებელში, ყოველ გაჩერებაზე თეთრკანიანები ჩადიოდნენ და მატარებელი მხოლოდ შავკანიანებით რჩებოდა სავსე. ეს არის სრული სეგრეგაცია – გამოყოფა. ეს დამატებითი ფაქტია ჩემთვის, რომ თვალი გავახილო.”

ანდრე მხოლოდ ამერიკაზე არ საუბრობს. მისი თქმით, ბრიტანეთიც მსგავს სიტუაციაშია და ამას ბრექსითი მოწმობს.

“ბრექსითი ყველაფერს ამბობს. ყველაფერი იმიგრაციის გამო გაკეთდა და ხალხმა ევროპის დატოვებას მხარი დაუჭირა. ჩემთვის ეს რასიზმია. მათ არ უნდათ ხალხი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდეს. ეს უფრო უარესია, გვინდა თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ, როგორიც ამერიკაა. ეს მანახებს რა ცუდია რასიზმი, მათ საკმარისი იმიგრანტი ჰყავდათ – ეს კუბოზე ლურსმანივითაა. რაღაც უნდა შეიცვალოს. ხალხს არ ესმის რას ვგრძნობთ. ისინი ამბობენ: “არა, ყველას სიცოცხლე დაცულია.” ეს ასე არაა, ჩვენ ვიბრძვით, რადგან შავკანიანთა სიცოცხლე არ ფასობს, ეს მარტივი ფაქტიდანაც ჩანს. თეთრკანიანისთვის მარტივია ასე იფიქროს, მაგრამ ჩვენთვის არა, რადგან შენ არ ხარ ადამიანი, რომელსაც პოლიცია ყოველთვის ხელს ჩაავლებს, შენ არ ხარ ადამიანი, რომელიც ისჯება იმის გამო, თუ რა აცვია ან როგორ გამოიყურება. შენ არ ხარ ადამიანი, რომელსაც ასარჩევად გაქვს საქმე, თუ სად წახვიდე ასეთი დამოკიდებულების გამო. ეს უვიცობაა.” 

გრეი იმედოვნებს, რომ პრემიერ ლიგის მატჩებში იქნება მხარდაჭერა, ისე როგორც ეს ბუნდესლიგამ გააკეთა. 

 “მე ეს არ მჭირდება მხოლოდ ამ მომენტში. ეს სამუდამოდ უნდა გრძელდებოდეს. რასიზმი ფეხბურთში იმ დღიდან არსებობს, რაც ფეხბურთი არსებობს. არასდროს არსად წასულა, არასდროს გაუმჯობესებულა. ტელევიზორში ყველაფერი გაზვიადებულია. იმედი მაქვს, ფეხბურთელები გვერდში დაუდგებიან ამას და ეს მხოლოდ მაისურის ტარებით არ შემოიფარგლება. ამას არც აქამდე უმუშავია და არც ახლა იმუშავებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გვერდში დგომა და რასიზმისთვისხ ხელის კვრა.”

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგა 17 ივნისიდან განახლდება.

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x