კვირა, ივლისი 5

ლუის ენრიკეს 4 პრობლემა ესპანეთის ნაკრებში

ფონტი

ლუის ენრიკეს 4 პრობლემა ესპანეთის ნაკრებში

Spanish FA: Luis Enrique is the new coach of Spain | MARCA in English

ლუის ენრიკე ესპანეთის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორედ მოვიდა, თუმცა, არსებობს პრობლემები, რომელსაც იგი აუცილებლად შეეჩეხება და ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა მოუწევს! დღეს სწორედ ამ პრობლემებს წარმოგიდგენთ

მეკარე

დავიდ დე ხეა საკმაოდ სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ, თუმცა, მისი ბოლოდროინდელი თამაში ესპანეთის ნაკრებში კითხვის ნიშნებს აჩენს. ლუის ენრიკე ესპანელ კიპერს თავდაუზოგავად იცავს, თუმცა, მის მიმართ ზეწოლა უფრო და უფრო იზრდება. დე ხეა საკმაოდ არასტაბილურია, რადგან ერთდროულად შეუძლია საოცარი სეივი შეასრულოს, როგორც ეს ხორვატიასთან მატჩში ანტე რებიჩის წინააღმდეგ ქნა, თუმცა იმავე მატჩში შემდეგ უკვე ისეთი შეცდომა დაუშვას, რაც გუნდს მარცხად დაუჯდა.

ამასობაში, კეპა თავის შანსს ელოდება.

პიკეს შემცვლელი

პიკეს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ლუის ენრიკემ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” მცველი თავადაც არ ბრწყინავდა ბოლო წლებში, ის ნაკრებისთვის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რაც ახლა უფრო ნათლად გამოიკვეთა. ინიგო მარტინესი ურიგოდ არ თამაშობს, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი უკლია ნაკრებში ადგილის საბოლოოდ დამკვიდრებამდე. ესპანეთს ასევე პრობლემა აქვს ფლანგის მცველებთან დაკავშირებით, რადგან დანი კარვახალს ტრავმა აქვს, ხოლო სერხი რობერტო იმავე დონის ჩვენებას ვერ ახერხებს. 

ლიდერის არ ყოლა

ხავის, ინიესტას და სხვა ვარსკვლავების გუნდიდან ნელ-ნელა წასვლის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ესპანეთს ლიდერი დასჭირდებოდა, თუმცა, ამ როლზე ბევრი ისკოს მოიაზრებდა. მიუხედავად მასზე გაცემული ავანსებისა, ისკო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ნაკრების ლიდერობას, რასაც ასენსიო და სხვა ტალანტებიც ვერ ახერხებენ. ინგლისთან და ხორვატიასთან კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ “ფურია როხას” ლიდერი სჭირდება და მხოლოდ სერხიო რამოსი ამ სტატუსისთვის საკმარისი არ არის.

შემტევი ხაზი

თუ ჯერ ესპანეთის ბოლო ათწლეულის შემტევებს გადავხედავთ, შემდეგ კი ახლანდელს, მივხვდებით, რომ ამ რგოლში “ფურია როხამ” სერიოზული დეგრადაცია განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი შემტევებიც საკმაოდ მაღალი დონისა არიან, ვილიას, ტორესის და სხვათა დონეს ეს წინა ხაზი ვერ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს ნაკრებში მოსვლის შემდეგ, გატანილი 16 გოლიდან შემტევებმა მხოლოდ 6 გაიტანეს, დანარჩენი კი სხვა პოზიციის მოთამაშეებზე მოდის

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x