პარასკევი, ივლისი 3

საფეხბურთო რეკორდები, რომელთა მოხსნაც ყველაზე რთული იქნება

ფონტი

საფეხბურთო რეკორდები, რომელთა მოხსნაც ყველაზე რთული იქნება

კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის ერაში დავრწმუნდით, რომ ის რეკორდებიც კი, რომლებიც მიუღწეველ სიმაღლედ მიგვაჩნდა, შესაძლებელია, მოიხსნას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევეცდებით წარმოგიდგინოთ საფეხბურთო რეკორდები, რომელთაც ყველაზე ნაკლებად ემუქრებათ გაუმჯობესება:

ლიონელ მესი – 91 გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში

2012 წელს, სანამ დედამიწა მზის გარშემო სრულ წრეს არტყამდა, არგენტინელმა ფენომენმა სხვადასხვა ტურნირზე 91 გოლის გატანა მოახერხა – შედეგის, რომლის გამეორებაც ბევრ ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში არ ძალუძს.

ასმირ ბეგოვიჩი – გოლი ყველაზე შორი დისტანციიდან (91.9 მეტრი)

ასმირ ბეგოვიჩმა, “სტოკ სიტის” რიგებიდან “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შორი დისტანციის გოლი გაიტანა, რომლითაც გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.

იონე სამუელსენი – ყველაზე შორეული გოლი თავით (58.13 მეტრი)

2011 წლის 25 სექტემბერს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკორდი დაფიქსირდა – ნორვეგიელმა ფეხბურთელმა იონე სამუელსენმა გოლი თავისი ნახევრიდან გაიტანა, რაშიც არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი – თავით!

არსენ ვენგერი – 828 მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგაში

“არსენალის” ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით თვით სერ ალექს ფერგიუსონსაც კი გადაუსწრო, რაც, დამეთანხმებით, საოცარი მიღწევაა. 

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x