შაბათი, ივლისი 4

როლან გაროსი მაყურებელთან ერთად – სასიამოვნო ინფორმაცია

ფონტი

სასიამოვნო ინფორმაცია ჩოგბურთის ქომაგთათვის

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკული სლემის ორგანიზატორებმა ტურნირის ჩატარება ოფიციალურად დაადასტურეს. სწორედ, ამის შემდგომ პარიზულმა სლემმაც დაადასტურა ტურნირის გამართვა.

აღნიშნული შეჯიბრების, როლან გაროსის გამართვა შემოდგომაზე იგეგმება, კერძოდ კი – 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით. როგორც ივარაუდებოდა, წესითა და რიგით პარიზში ტურნირის უმაყურებლოდ გამართვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, მაგრამ მათმა განცხადებამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა:

“ტურნირის უმაყურებლოდ ჩატარება გამორიცხულია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაიშვება. ეს ყველაფერი საჯარო ხელისუფლებასთან გაირკვევა“.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება. შესაბამისად, ჩოგბურთი მაყურებლითურთ ბრუნდება, რაც ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა.


0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x