შაბათი, ივლისი 4

იბრა იძულებით კარიერას ასრულებს?

ფონტი

იბრა იძულებით კარიერას ასრულებს?

დღეს მთელი იტალია ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საუბრობს.SkySport-ის ინფორმაციის თანახმად ირკვევა,რომ შვედმა ფორვარდმა ვარჯიშისას ტრამვა მიიღო!

არის ვარაუდი,რომ იბრამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა,რაც ავტომატურად მისი კარიერის დასასრულს მოასწავებს.Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, პეპე დი სტეფანომ განაცხადა: „დღეს, სავარჯიშო სესიის ბოლოს, ზლატანმა წვივის უკანა ნაწილში რაღაც იგრძნო. შესაძლოა, მას მხოლოდ დაჭიმულობა ჰქონდეს, თუმცა არის დიდი ალბათობა, რომ იბრამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა“.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “როსონერი”-ის BBC-ი დაუკავშირდა.მილანის წარმომადგენლების ინფორმაციით ტრამვის სიმძიმე ჯერ-ჯერობით დაუდგენელია,თუმცაისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ზლატანი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ დაბრუნდეს.

იბრაჰიმოვიჩი „მილანს” იანვარში შეუერთდა. მის კონტრაქტს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, თუმცა „როსონერის” ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x