შაბათი, ივლისი 4

ეკვატორული გვინეა,,საფეხბურთო ანომალია”

ფონტი

ეკვატორული გვინეა,,საფეხბურთო ანომალია”

უცნაური საფეხბურთო ისტორიები ...

ამ პატარა აფრიკული ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავათ ნატურალიზებულ ფეხბურთელებს. ეს დღესაც ასეა – გუნდის ძირითად ბირთვს ესპანეთში დაბადებული მოთამაშეები შეადგენენ და რამდენიმე მათგანს “სამშობლოსთან” არანაირი შეხება არ აქვს.

დღევანდელობაზე ბოლოს ვთქვათ, ახლა კი წარსულს გადავხედოთ. ეკვატორიულ გვინეას მსოფლიო ფეხბურთში ანალოგი არ ჰყავს ფეხბურთელების ნატურალიზაციის მხრივ. ჟურნალისტებმა ამ მოვლენას “აფრიკული ანომალია” უწოდეს.

ყველაფერი შემდეგნაირად დაიწყო. 2005 წლის ბოლოს ეკვატორიული გვინეის პრეზიდენტის, ტეოდორო ობიანგის შვილმა, რუსლან ობიანგ ნსუემ ბრაზილიელ მწვრთნელ ანტონიო დუმასს სთხოვა, რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი შეერჩია ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებისათვის.

მართალია, ამ მოთამაშეებს ეკვატორიულ გვინეასთან არც შეხება ჰქონდათ და არც ამ ქვეყანაში უთამაშიათ თუმცა ფიფამ (გასაგებია, რა მოტივებითაც) თვალი დახუჭა ყოველივე ამაზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2012 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გამართულ შეხვედრაში ეკვატორული გვინეის ღირსებას ცხრა ბრაზილიელი ფეხბურთელი იცავდა.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კონგოელთა ფრანგმა დამრიგებელმა კლოდ ლე რუამ ეკვატორული გვინეის ნაკრებს “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია” უწოდა. ფრანგს იუმორის გრძნობამ არ უღალატა.

ამას მოჰყვა ნატურალიზებულ ფეხბურთელთა მეორე ტალღა. ამჯერად ეკვატორიული გვინეის ფეხბურთის მამების ყურადღება კოლუმბიამ მიიპყრო. მაგალითად, ერთ-ერთი კოლუმბიელი, მცველი ჯიმი ბერმუდესი ნაკრებში ჩატარებული ყოველი მატჩის სანაცვლოდ ბოლო დრომდე 3000 ევროს იღებდა.

სიტუაცია არც ახლა იცვლება. ეკვატორიული გვინეის ნაკრების ძირითად ბირთვს ესპანეთის სხვადასხვა პროვინციებში დაბადებული ფეხბურთელები შეადგენენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდის ლიდერიც ესპანეთშია დაბადებულ – აღზრდილი, თუმცა წარმოშობით გვინეელია. ეს გახლავთ “მიდლსბროს” ფორვარდი ემილიანო ნსუე.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x